RS.ge პორტალიდან ზედნადების ჩამოსატვირთად, პროგრამაში დამატებული უნდა იყოს შესაბამისი მონაცემები (მაგ: მყიდველი, საქონელი)

1. მთავარი მენიუდან შევდივართ ოპერაციები

2. ვირჩევთ ზედნადებების ჩამოტვირთვა

3. ველში პერიოდი ვუთითებთ სასურველ პერიოდს

4. ველში საწყობი ვირჩევთ შესაბამის საწყობს

5. ველში ოპერაცია ვირჩევთ სასურველი ოპერაციის ტიპს

6. ველში ძებნა შეგვიძლია მოვძებნოთ კონკრეტული ზედნადები, შესაბამისი სორტირებით

7. ვაჭერთ ღილაკს განახლება

8. გამოჩნდება ზედნადებების ჩამონათვალი

9. ვირჩევთ სასურველ ზედნადებს მაუსის ორჯერ დაკლიკვით ან ვაჭერთ ღილაკს არჩევა